თელავში, ერეკლე II-ის მოედანზე, ყოველწლიური, რეგიონული ფესტივალი "ჭაჭა 2025" გაიმართა. ფესტივალი მუსიკალურ - თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნა.
"ჭაჭა" ერთადერთი რეგიონული ფესტივალია, სადაც რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტი ერთობლივად მონაწილეობს. ტერიტორიაზე მოსულ სტუმრებს კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი - თემატური, გასტრონომიული და კულტურული სივრცეები დახვდათ. გაიმართა მცირე მარნების, ფერმერებისა და გლეხების, ასევე, ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების მიერ ჭაჭის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.