20 ივნისი 2026,   00:01
ვრცლად
"მზად ვარ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შესახვედრად. თქვენ იცით, მასთან წარსულში შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა" - დონალდ ტრამპმა აზიაში ტურნე დაიწყო

დონალდ ტრამპი აზიაში გაემგზავრა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ხუთდღიანი ტურნეს ფარგლებში მალაიზიას, იაპონიასა და სამხრეთ კორეას ეწვევა, სადაც ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება.

ჩინეთისა და შტატების ლიდერები უკრაინაში ომის დასრულების საკითხს განიხილავენ.

ამას გარდა, თეთრი სახლის ლიდერი ამბობს იმასაც, რომ მზად არის ვიზიტის ფარგლებში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდეს და მასთან ფხენიანის ბირთვული პროგრამის საკითხები განიხილოს.

"მზად ვარ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შესახვედრად. თქვენ იცით, მასთან წარსულში შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. გარდა ამისა, გვინდა, რომ ჩინეთი დაგვეხმაროს რუსეთთან დაკავშირებით. სი ძინ პინთან ამ საკითხს განვიხილავ. ყველასთვის ცნობილია, რომ ძალიან სერიოზული სანქციები დავაწესეთ რუსეთის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ამ სანქციებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება", - განაცხადა ტრამპმა ვიზიტის დაწყებისას.

დღის ამბები