08 ივნისი 2026,   18:36
ვრცლად
ბათუმში, მამა-შვილის დაჭრის ფაქტზე 3 პირი დააკავეს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულებისთვის ნასამართლევი სამი პირი: 1983  წელს დაბადებული ი.დ.,  1983 წელს დაბადებული ო.ჯ. და 1984 წელს დაბადებული ხ.ა. დააკავეს.

დანაშაულები 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის სახით დაკავებულმა ი.დ.-მ და ო.ჯ.-მ მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამა-შვილს: 1982 წელს დაბადებულ მ.ფ.-ს და 2005 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს, ხოლო ხ.ა. ამავე დაპირისპირებისას, დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  პოლიციამ  დანაშაულში მონაწილე პირები ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

დღის ამბები