15 აგვისტო 2026,   22:27
ვრცლად
შეცვლილი ტაქტიკა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე გადის - მმართველი გუნდის თქმით, ოპოზიცია ქვეყნის შიგნით ჩავარდნილი სცენარების შემდეგ, მთლიანად საგარეო აქტივობებზე გადადის 

შეცვლილი ტაქტიკა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე გადის - მმართველი გუნდის თქმით, ოპოზიცია ახალი გეგმით მოქმედებას იწყებს და ქვეყნის შიგნით ჩავარდნილი სცენარების შემდეგ, მთლიანად საგარეო აქტივობებზე გადადის.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ მათი ოპონენტები ხარჯავენ სრულ რესურსს და მართავენ შეხვედრებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი შეუჩერდეთ. ბრიუსელის პოლიტიკური ცენტრის ხშირი სტუმრები ოპოზიციიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან არ მალავენ, რომ საერთაშორისო ვიზიტების დროს პარტნიორებს უვიზო მიმოსვლაზე ესაუბრებიან და ზეწოლის გაძლიერებაზეც აქტიურად მუშაობენ. ამტკიცებენ რომ რისკი არსებობს, თუმცა თავად ევროპელ ლიდერებს არწმუნებენ, რომ ვიზალიბერალიზაცია ხალხს შეუნარჩუნდეს, შეზღუდვა კი მხოლოდ ხელისუფლებას შეეხოს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციამ და ენჯეოებმა პრიორიტეტი დიდი ხნის წინ აირჩიეს - ემსახურონ გარე აქტორებს და არა ქართველ ხალხს. სპიკერი ამბობს, რომ მათი ოპონენტები მითითების შესრულების მიზნით, მორიგ ჯერზე მიდიან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ოპოზიციის ახალ ტაქტიკასა და ევროკავშირის შესაძლო გადაწყვეტილებაზე დღეს ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს საკუთარ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არც ოპოზიციაა და არც ევროპის ბიუროკრატია. პრემიერმა აქცენტი ბრიუსელის მხრიდან სამართლიან დამოკიდებულებაზეც გააკეთა. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ბოლოს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა, თუმცა შეხვედრა შეთანხმების და კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

დღის ამბები