16 აგვისტო 2026,   02:20
ვრცლად
"ექსტრემისტული და მოძალადე ჯგუფები აღიარებენ, რომ სინამდვილეში არაფრის თავი არ აქვთ, ამიტომ თავიანთ პატრონებს სთხოვენ, დასაჯონ ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი" - რატი იონათამიშვილი

"ფაქტობრივად, ეს ექსტრემისტული და მოძალადე ჯგუფები აღიარებენ, რომ მათ სინამდვილეში არაფრის თავი არ აქვთ, ამიტომ თავიანთ პატრონებს სთხოვენ, რომ დასაჯონ ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი", - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის შესახებ განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ამ ყველაფრით ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებენ იმ მასშტაბს, რაც ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ და მოღალატეობრივ საქმიანობას გააჩნია.

"ისინი აღიარებენ, რომ არაფრის თავი არ აქვთ. რასაკვირველია, არც მათ პატრონებს არ აქვთ არაფრის თავი იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში რაიმე დამაზიანებელი საქმიანობა განახორციელონ.

როგორც ჩანს, ამის მცდელობა ისევ ექნებათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაშიც ისინი დამარცხდებიან", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები