10 აგვისტო 2026,   00:07
ვრცლად
"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" გრძელდება

"აბრეშუმის გზის" ფორუმი თბილისში დღესაც გრძელდება. პარალელურად, კვლავ იმართება ფინანსური სამიტი, რომელიც თანაორგანიზატორიც სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელია.

პანელებსა და სამუშაო შეხვედრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პირველი პირები, ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და ეკონომიკის ექსპერტები ესწრებიან.

ღონისძიების მიზანი რეგიონში თბილისის ფინანსური და ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრად ქცევაა.

დღის ამბები