შვეიცარიის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, ვინსენტ სუბილიას განცხადებით, საქართველოში ბიზნესგარემო და საკვანძო პირობები ძალიან მიმზიდველია და ის ფაქტი, რომ ქვეყანაში თითქმის ორჯერ გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი, სწორედ ამის დასტურია.
მისი განმარტებით, საქართველო ძალიან ამაღელვებელი ქვეყანაა, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომლის შეთავაზებაც, მათ შორის, შვეიცარიისთვისაც შეუძლია.
"ჩემი გამოცდილებით, ბიზნესგარემო და საკვანძო პირობები ძალიან მიმზიდველია საქართველოში და ის ფაქტი, რომ ქვეყანაში თითქმის ორჯერ გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი, სწორედ ამის დასტურია. საქართველო არის ძალიან ამაღელვებელი ქვეყანა, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომლის შეთავაზებაც შეუძლია, მათ შორის, შვეიცარიისთვის. გულწრფელად შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ინფრასტრუქტურის განვითარების დონით და იმ საკვანძო როლით, რომელსაც საქართველო ასრულებს, როგორც გზაჯვარედინი, ევროპასა და აზიას შორის", - განაცხადა შვეიცარიის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ვინსენტ სუბილიამ.