საქართველოს განათლების მინისტრი, სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გივი მიქანაძე სომეხ კოლეგას და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. ორმხრივ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, ასევე, განათლების სფეროში მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე.