22-23ოქტომბერს, "თბილისი ფინანსურ სამიტს“ მასპინძლობს, რომელშიც საერთაშორისო ფინტექ-ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.
მასშტაბური ღონისძიება "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში, ეროვნული ბანკის, ეკონომიკის სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.
"თბილისის ფინანსური სამიტის" მთავარი თემ, მომავლის ფინანსური ტექნოლოგიები, რეგიონის ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და შუა დერეფნის, როგორც გლობალური ვაჭრობისა და ციფრული ფინანსების მთავარი ჰაბის განვითარება იქნება.
"გვიხარია, რომ თბილისის ფინანსური სამიტის ნაწილი ვართ, ეს პირველი თანამშრომლობაა ამ რეგიონში. აღფრთოვანებულები ვართ ამ თანამშრომლობით, რადგან საქართველოს ბაზარი ფინტექის მომავალია. საქართველოს ეროვნული ბანკის წინდახედული ხედვის გათვალისწინებით, ჩვენ გვჯერა, რომ ეს საუკეთესო პარტნიორობაა, რაც შეიძლება გვქონდეს, განსაკუთრებით ამ რეგიონში, რადგან ვფიქრობთ ფინანსების მომავალსა და შუა კორიდორზე", - განაცხადა გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) თანადამფუძნებელმა, სოპნენდუ მოჰანტიმ.