06 აგვისტო 2026,   02:25
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, ოფიციალური ვიზიტით, სომხეთში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, ოფიციალური ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. მას კოლეგა, სურენ პაპიკიანი მასპინძლობს.

დახვედრის ცერემონიის შემდეგ, მინისტრებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხები პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს. ირაკლი ჩიქოვანმა სომხეთის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება მეზობელ ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირებზე გაამახვილა.

კოლეგებმა შეხვედრაზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ირაკლი ჩიქოვანმა დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში.

დღის ამბები