"ჰამასმა" ისრაელის ძალებზე თავდასხმა განახორციელა. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზაზე იერიში მიიტანა, – ამის შესახებ The Times of Israel-ი წერს. ისრაელის სამხედრო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "ჰამასმა" ღაზაში ისრაელის ძალების წინააღმდეგ არაერთი თავდასხმა განახორციელა.
"ინციდენტები ისრაელის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. ეს ცეცხლის შეწყვეტის აშკარა დარღვევაა", – განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
"ჰამასის" მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ "ჰამასი" ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთგული რჩება და აღნიშნულში ისრაელი დაადანაშაულა.
ცნობისთვის, ისრაელის მთავრობა და "ჰამასი" უკვე რამდენიმე დღეა, ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში. ისრაელში აცხადებენ, რომ რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ღაზასა და ეგვიპტეს შორის დახურული დარჩება.