19 აგვისტო 2026,   02:30
ვრცლად
გიორგი ვოლსკი პეტერ ფიშერზე: ამ კონკრეტულ ელჩს ვხედავთ მიტინგებზე და ექსტრემისტული პროცესების წახალისების მთავარ მონაწილედ გვევლინება პერიოდულად

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქმიანობასთან და სადავო აქტივობებზე პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" მიერ დაწყებულ მოკვლევას მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ელჩი საქართველოში პერიოდულად ექსტრემისტული პროცესების წახალისებაში იღებს ხოლმე მონაწილეობას.  

"ნებისმიერი სახელმწიფოში დაინტერესდებოდნენ, ასევე ინტერესდებოდნენ მაგალითად, ესტონეთში ოპოზიციის წარმომადგენლები იმ შემოსავლებით, რომელიც იმ პერიოდის პრემიერ მინისტრ კაია კალასს ჰქონდა და დღეს ევროპაში საგარეო კურსს ხელმძღვანელობს. საიდან აქვს, რატომ აქვს რუსეთიდან მილიონობით შემოსავალი, მაშინ როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ასეთივე შეკითხვები გააჩნიათ გერმანელ კანონმდებლებს, ამ შემთხვევაში ოპოზიციის მხრიდან ელჩის მიმართ. საკვირველი ის არის, რატომ დაინტერესდა ოპოზიცია და სახელისუფლებო გუნდი რატომ არ ინტერესდება იმით, რომ ელჩი ქირაობს სახლს ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელისაგან და გაუგებარია, ბნელით არის მოცული ამ გადახდის სისტემა როგორ ხდება ამასთანავე. ამ კონკრეტულ ელჩს ვხედავთ მიტინგებზე და ამ ექსტრემისტული პროცესების წახალისების მთავარ მონაწილედ გვევლინება პერიოდულად. როგორც განცხადებებით, ასევე მოქმედებებით," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

საკითხს "ალტერნატივა გერმანიისთვის" იკვლევს, რომელმაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პარტია დაინტერესდა რომელ ოპოზიციურ ჯგუფებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდა გერმანიის ელჩი ბოლო ათი კვირის განმავლობაში? არსებობდა თუ არა კონკრეტული მიზეზები ამ შეხვედრებისთვის და თუ არსებობდა, რა იყო ეს მიზეზები. ასევე, სიმართლეა თუ არა ინფორმაცია, რომ გერმანელმა დიპლომატმა უძრავი ქონება ოპოზიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში არსებული აქტივიდან იქირავა და რამდენად შეესაბამება ელჩის ქმედებები ვენის კონვენციას.

დღის ამბები