15 აგვისტო 2026,   22:14
ვრცლად
ვენეციის კომისიის მოსაზრებები - სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ვენეციის კომისია კანონების შეფასებებისას სამართლებრივ მსჯელობაში შეგნებულად არ შედის და ხშირ შემთხვევაში ოპოზიციისა და ენჯეობის ნარატივს იმეორებს

ვენეციის კომისიამ არასათანადო უცხოური გავლენის პრევენციის მიზნის მქონე კანონები სისტემური მიდგომით გააანალიზა და დაწერა, რომ ახალი საკანონმდებლო ბაზა საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, სამოქალაქო სივრცეს და დემოკრატიულ თავისუფლებებს. მიუთითა კანონით დაწესებული ვალდებულებების არაპროპორციულობაზეც. საუბარიაб ბოლო დროს მიღებულ 4 კანონზე, მათ შორისაა გრანტების შესახებ კანონიც. ყველაზე მეტი შენიშვნა კი უცხოური რეგისტრაციის აქტზე გამოაქვეყნა. კომისია აღნიშნავს, რომ ფარას ქართული ანალოგის არასაკმარისი სიცხადე და სიზუსტის ნაკლებობა ძირს უთხრის სამართლებრივ პრინციპებს.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ვენეციის კომისია კანონების შეფასებებისას სამართლებრივ მსჯელობაში შეგნებულად არ შედის და ხშირ შემთხვევაში იმეორებს ოპოზიციისა და ენჯეოების ნარატივს, მაგალითადб როდესაც უცხოური რეგისტრაციის აქტთან დაკავშირებით ახსენებს ტერმინ სტიგმატიზებას. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ორგანიზაცია საკუთარ მანდატს სცდება და კანონებს პოლიტიკური ნიშნით აფასებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, გაუგებარია, რა არგუმენტებზე დაყრდნობით გასცემს კომისია ფარას ანალოგის გაუქმების რეკომენდაციას მაშინ, როდესაც ამერიკულ კანონზე კრიტიკულს არაფერს ამბობს და თავადვე ადასტურებს, რომ ქართული ფარა მისი სიტყვასიტყვითი თარგმანია.

პრობლემა, რომ კანონის პოლიტიკური მიზნებია, ამაზე ოპოზიციაც საუბრობს, თუმცა იქვე აცხადებს, რომ ვენეციის კომისია როგორც წესი, საკუთარ კომპეტენციას არ სცდება და მხოლოდ ობიექტურ სამართლებრივ შეფასებებს აკეთებს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებებს პოლიტიკურ-სამართლებრივი საფუძვლებით და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე იღებს. უმრავლესობის თქმით, ფაქტი, რომ ქართული ფარა ამერიკულის ზუსტი ანალოგია, საერთაშორისო სტანდარტებთან დაკავშირებით ყველა კითხვას ხსნის. მმართველი გუნდი აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ კომისია საკუთარ დასკვნაში არ ახსენებს კანონების მიღების მოტივაციას, რაც ქვეყანაში, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე დადგა.

საქართველოს ხელისუფლებას ვენეციის კომისიისთვის კანონების შეფასების თხოვნით არ მიუმართავს. ორგანიზაციამ დასკვნა თავადვე გამოაქვეყნა.

დღის ამბები