16 აგვისტო 2026,   07:31
ვრცლად
"შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობები და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები" - თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის სენატორ ტიმ შიჰისთან შეხვედრა გამართა 

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა გამართა შეხვედრა აშშ-ის სენატორ, ტიმ შიჰისთან. ამის შესახებ ინფორმაციას, აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

"​აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა გამართა შეხვედრა აშშ-ის სენატორ, ტიმ შიჰისთან, რომელიც სენატის სამხედრო სერვისების, ვაჭრობისა და მეცნიერების, ასევე ვეტერანთა კომიტეტების წევრია. სენატორი შიჰი, თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა რიგებში მსახურობდა.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობები და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები. საუბარი ასევე დაეთმო საერთაშორისო და რეგიონალურ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები