06 აგვისტო 2026,   03:00
ვრცლად
"კოსტაობა" კახეთში - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კოსტა ხეთაგუროვის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

"კოსტაობა" კახეთში - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშ - ფერანში, ოსი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, კოსტა ხეთაგუროვის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ხეთაგუროვის სახელობის საჯარო სკოლის ეზოში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კულტურული და სპორტული აქტივობები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ქართული და ოსური კუთხეები, გაესინჯათ ტრადიციული კერძები. დღე ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით კონცერტმა დაასრულა.

დღის ამბები