20 ივნისი 2026,   21:00
ვრცლად
თურქეთი "ბიოლოგიური სქესის საწინააღმდეგო ქცევის" კრიმინალიზაციას გეგმავს, რაც ლგბტქ+ თემში შეშფოთებას იწვევს - თურქული მედია

თურქეთის მთავრობა სასამართლო რეფორმის კანონპროექტს ამზადებს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას დააკისრებს მათ, ვინც საჯაროდ ხელს უწყობს ან ავლენს გენდერულ იდენტობას ან გამოხატულებას, რომელიც "საკუთარი ბიოლოგიური სქესის საწინააღმდეგოდ" ან "საზოგადოებრივი მორალის საწინააღმდეგოდ" ითვლება - ინფორმაციას დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო T24.

წინადადება, რომელიც მე-11 სასამართლო პაკეტის სახელითაა ცნობილი, თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლს შეცვლის, რომელიც ამჟამად საჯაროდ უხამსობას მოიცავს. კანონპროექტის თანახმად, ყველას, ვინც "მოქმედებს თავისი ბიოლოგიური სქესის საწინააღმდეგოდ" ან "წაახალისებს ან აქებს ასეთ ქცევას", შეიძლება მიესაჯოს ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. კიდევ ერთი მუხლი კრიმინალიზაციას უწევს ერთსქესიან წყვილებს შორის ნიშნობის ან ქორწინების ცერემონიებს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს.

საჯარო ადგილებში ჩადენილი სექსუალური აქტებისთვის მაქსიმალური სასჯელი, ასევე ერთიდან სამ წლამდე გაიზრდება. კანონპროექტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ციფრულ და სამაუწყებლო მედიაზე, მათ შორის, სტრიმინგ პლატფორმებზე, რომლებიც ფილმებში ან სერიალებში ასახავს ერთსქესიანთა ურთიერთობებს. პროექტის თანახმად, ასეთი კონტენტი შეიძლება დაისაჯოს "საზოგადოებრივი მორალის საწინააღმდეგო ქცევის წახალისებისთვის".

დღის ამბები