14 აგვისტო 2026,   20:53
ვრცლად
საპატრიარქო: სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში ჟურნალისტური საქმიანობის საბაბით, შიდა განაწესის დარღვევისთვის "ტვ.პირველის" და "ტვ. ფორმულას" გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ

სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში ჟურნალისტური საქმიანობის საბაბით, შიდა განაწესის დარღვევისათვის „ტვ. პირველის“ და „ტვ. ფორმულას“ გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ, - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

"დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში ჟურნალისტური საქმიანობის საბაბით, შიდა განაწესის დარღვევისათვის, არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, პრესისთვის გამოყოფილი სივრცის თვითნებურად დატოვებისათვის, ტვ. პირველის და ტვ. ფორმულას გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები