10 აგვისტო 2026,   09:31
ვრცლად
იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვამ 18 500 000 000 დოლარს გადააჭარბა - სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საგარეო ვაჭრობის მიმართულებით 9 თვის მონაცემები დათვალა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საგარეო ვაჭრობის მიმართულებით 9 თვის მონაცემები დათვალა. იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვამ, 18 500 000 000 დოლარს გადააჭარბა. მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 9.1%-ით მეტია. გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მოცულობა.

ოფიციალური სტატისტიკიდან გამომდინარე, ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე აკეთებს აქცენტს მთავრობის ეკონომიკური გუნდი. ამბობენ, რომ ექსპორტის დადებითი დინამიკა ეკონომიკის ზრდისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

ექსპორტზე ორიენტირებული ქართული კომპანიებისთვის ხელშემწყობ პროგრამებზე საუბრობენ "აწარმოე საქართველოში". სააგენტოს დახმარებით, 2024-25 წლებში, საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა 300-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო.

საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაზუსტებულ მონაცემებს "საქსტატი" თვის ბოლომდე გამოაქვეყნებს.

დღის ამბები