16 აგვისტო 2026,   05:24
ვრცლად
4 ოქტომბერს ჩაშლილი რევოლუციური სცენარი ოპოზიციაში დაპირისპირების საგნად იქცა - "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც 4 ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო, დღეს გადატრიალების მცდელობის დროს ღალატზე საუბრობს

4 ოქტომბერს ჩაშლილი რევოლუციური სცენარი, მეცხრე დღეა, ოპოზიციაში დაპირისპირების საგნად იქცა. დაანონსებული მშვიდობიანი დამხობისგან დისტანცირებას და კრახის მიზეზების ძებნას ახლა ხელისუფლების ოპონენტები ერთმანეთისკენ ხელის გაშვერით ცდილობენ, მმართველ გუნდში კი კოლექტიურ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, რომელიც, გარე აქტორებთან ერთად, შტურმისა და ძალადობის ყველა მხარდამჭერმა უნდა გაიზიაროს.

"ნაციონალური მოძრაობა", რომელიც 4 ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო, დღეს გადატრიალების მცდელობის დროს ღალატზე საუბრობს, რამაც ძალადობა ლოგიკურ კულმინაციამდე ვერ მიიყვანა, თუმცა პერსონებს არ ასახელებს. მეტ კონკრეტიკას ითხოვს "ახალი".

სააკაშვილის თანამოაზრეებისგან კარდინალურად განსხვავებულია "გირჩის" პოზიცია. პოლიტიკურ ცენტრში ე.წ. "მშვიდობიანი დამხობის" ჩავარდნილი აქციის მიღმა, "ნაცმოძრაობის", "ახალის", "ლელოს" და ყველა იმ აქტორის პასუხისმგებლობას ხედავენ, რომელიც აქციას მხარს უჭერდა და მოქალაქეებს მასში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა.

ისრების ერთმანეთზე გადატანა და ძალადობაში დამნაშავის სხვაგან ძებნა ოპოზიციის პოლიტიკური ბუნების შემადგენელი ნაწილია მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტიაში განმარტავენ, რომ, რევოლუციის თეორიული წარმატების შემთხვევაშიც კი, სრულიად განსხვავებული სურათი იქნებოდა, რაც ადასტურებს, რომ ოპოზიცია მხოლოდ პერსონალური ინტერესებითა და ინსტინქტებით მოქმედებს.

4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციისა და საპრეზიდენტო სასახლის შტურმის მცდელობის ფაქტზე 44 პირია დაკავებული, 2 კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. სამართალდამცველი უწყებები პასუხისმგებელ პირთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავენ.

დღის ამბები