10 აგვისტო 2026,   06:46
ვრცლად
საკანონმდებლო ორგანოში 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

საკანონმდებლო ორგანოში 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დოკუმენტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ წარადგინა.

ბიუჯეტი 5%-იან რეალურ ეკონომიკურ ზრდას ითვალისწინებს, საშუალოვადიან პერიოდში ზრდის პროგნოზი 5,3%-ია. ნომინალური ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35 მილიარდ ლარზე მეტია.

პრიორიტეტად რჩება ეკონომიკა, ჯანდაცვა, სოციალური საკითხები და ინფრასტრუქტურა. ასევე, დაგეგმილია პენსიების ზრდა და ხელფასების მატება საჯარო სექტორში.

დღის ამბები