06 აგვისტო 2026,   01:09
ვრცლად
ახმეტის მუნიციპალიტეტში თუშური ყველის ფესტივალი ჩატარდა

ახმეტის მუნიციპალიტეტში თუშური ყველის ფესტივალი ჩატარდა. უკვე მეორე წელია, მასპინძელი სოფელ ქვემო ალვანში აგროტურისტული მეურნეობა "ითაბანია".

ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ადგილობრივების ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა, სხვადასხვა მასტერკლასი, თუშური გუდის ყველის კონკურსი, თუშური ფოლკლორი და ქორეოგრაფია. გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც.

ღონისძიების მიზანია თუშურის კულინარიის პოპულარიზაცია.

დღის ამბები