გიორგი ქემოკლიძის შესახებ სტატიას აქვეყნებს პრაიმ ტაიმი. სააგენტო პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ქონების შესახებ წერს და მის ბიოგრაფიას იხსენებს. "პრაიმ ტაიმის" ცნობით, ქემოკლიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში, სოდ-ის იმდროინდელი მაღალჩინოსნის, დევი ჭელიძის რეკომენდაციით დაინიშნა და მისი ახლო გარემოცვის წევრად ითვლეობდა.
უწყება კი, ოჯახის წევრის მხრიდან კანონდარღვევის, კერძოდ ქურდობის ფაქტის შემდეგ დატოვა. "პრაიმ ტაიმი" წერს მის კავშირებზეც კრიმინალურ სამყაროსთან, 2021 წელს. ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეკომპანიის ეთერში ქემოკლიძე ციხეში ეგრედწოდებული "ობშიაკების" შეგროვებაშიც დაადანაშაულეს.
ქემოკლიძის ბოლო წლების დეკლარაციით ირკვევა, რომ მისი შემოსავლები წლიდან წლამდე იზრდებოდა. მის ანგარიშებზე ასობით ათასი დოლარი ფიქსირდება. ამასთან ერთად, ქემოკლიძე ფლობს არაერთ უძრავ ქონებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მის სახელზე რეგისტრირებულია როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები და ბინები. "პრაიმტ ტაიმი" წერს მისი ცეცხლსასროლი იარაღების კოლექციაზეც.