06 აგვისტო 2026,   09:33
ვრცლად
ზუგდიდის მერმა დათო კოდუამ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად, საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნა

ზუგდიდის მერმა დათო კოდუამ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად, საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნა. საარჩევნო პლაკატებისგან დაგეგმილია მთელი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სოფლების გასუფთავება. ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდებს მერი ოპოზიციას. 

"მთელი ქალაქის მასშტაბით, აბსოლუტურად მთელს პერიმეტრზე ვხსნით ჩვენ მიერ გაკრულ პოსტერებს. ასევე, მოვუწოდე ოპოზიციურ პარტიებს, ჩამოხსნან საკუთარი პოსტერები და ერთად ვიზრუნოთ ქალაქზე", - აცხადებს დავით კოდუა.

დღის ამბები