14 აგვისტო 2026,   20:58
ვრცლად
ეკონომიკური სარგებელი, შემცირებული დრო და შემოკლებული მანძილი - ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა იწყება

ბათუმი-სარფის 11-კილომეტრიანი ახალი გზის მშენებლობისთვის, ბოლო დეტალები თანხმდება. სამუშაოების დასაწყებად, აზიის განვითარების ბანკმა 306 მილიონ 6 ათასი ევრო გამოყო.

შეთანხმების დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა მოაწერეს. სასესხო ხელშეკრულება გრძელვადიანია.

ეკონომიკური სარგებლის გარდა, შემოვლითი გზის უპირატესობა შემცირებული დრო და შემოკლებული მანძილია. ორზოლიანი ავტომაგისტრალი ბათუმის შემოვლითი გზიდან დაიწყება და სარფის სასაზღვრო გადასასვლელთან გაგრძელდება. აშენდება ორმხრივ გვირაბი და 1.47-კილომეტრიანი ხიდი მდინარე ჭოროხზე.

ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. მთავარი კრიტერიუმი, რომელსაც კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს, მძღოლების უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის პირობების შექმნაა. 11-კილომეტრიან გზაზე ასფალტი მაღალი ხარისხის, ინფრასტრუქტურა კი თანამედროვე სტანდარტების უნდა იყოს.

ბათუმი სარფის 11-კილომეტრიანი მაგისტრალის პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

გზა საქართველოზე გამავალი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ბოლო მონაკვეთია.

დღის ამბები