სამართლიანი და გამართული პროცესი. ხმის ფარულობა დაცული. არჩევნების დემოკრატიულობა და გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი - საერთაშორისო დამკვირვებლები თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ.
შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ელექტრონული აპარატების გამოყენებით ჩატარებული არჩევნები კარგად ორგანიზებული და სამართლიანი იყო.
როგორც ფრანგი დამკვირვებელი ალენ ჟან მარი ავრილი აცხადებს, ის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს ესაუბრა და ჰკითხა, მართლა მიაჩნდათ თუ არა ყველაფერი სამართლიანად, კარგად ორგანიზებულად და გამართულად, რაზეც ყველამ დადებითი პასუხი გასცა.
"მსურს ერთ მნიშვნელოვან საკითხს გავუსვა ხაზი. დრო გამოვყავი, რათა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან მესაუბრა. თითოეულ საარჩევნო უბანზე ჩვეულებრივ 3 ან 4 პარტია იყო წარმოდგენილი. მათ ვკითხე, მართლა მიაჩნდათ თუ არა ყველაფერი სამართლიანად, კარგად ორგანიზებულად და გამართულად, რაზეც ყველამ დადებითად მიპასუხა. ამიტომ, ჩემთვის საკმაოდ უცნაურია, როდესაც დასავლეთ ევროპის მედიაში ხშირად ვისმენთ, რომ საქართველო სრულად დემოკრატიული ქვეყანა არ არის და ოპოზიცია მმართველი პარტიის მიმართ ზალიან აგრესიულად არის განწყობილი. თუმცა, თავად ესაუბრები ოპოზიციის წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებში, ისინი ერთხმად აღნიშნავენ, რომ კონკურენციის კუთხით არაფერი აქვთ სათქმელი და არჩევნების პროცესი სრულად სამართლიანად მიმდინარეობს", - განაცხადა ალენ ჟან მარი ავრილმა.