მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 3 061 საარჩევნო უბნიდან, 75%-ზე არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა. დათვლილია ყველა უბნის შედეგი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მონაცემები კი ასე გამოიყურება:
"ქართული ოცნება" 81.68%
"ლელო - ძლიერი საქართველო" 6.71%
"გახარია საქართველოსთვის" 3.68%
"გირჩი" 2,96%
"კონსერვატორები საქართველოსთვის" 2,61%.
მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ადმინისტრირების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური პროცესია, არჩევნებმა მშვიდ, გამართულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ტრადიციული საარჩევნო უბნების შემთხვევაში, გამოყენებული იყო სამი ბიულეტენი, ხოლო მოდერნიზებულ უბნებზე კი გამოყენებული იყო სამ სვეტად დაყოფილი ერთი ბიულეტენი.
წინასწარი მონაცემებით, "ქართულმა ოცნებამ" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ყველა რეგიონში მოიგო, მათ შორის თვითმმართველ ქალაქებში - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი.
რუსთავი
ნინო ლაცაბიძე "ქართული ოცნება" - 91.92% ;
თამარ კეკენაძე "გახარია საქართველოსთვის" – 8.02%.
ქუთაისი - ქალაქში სულ 152 939 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული და 32%-მა მისცა ხმა მისთვის სასურველ მერს.
დავით ერემეიშვილი "ქართული ოცნება" – 85.68%;
პაატა ზაქარეიშვილი "გახარია საქართველოსთვის" – 8.03%.
ფოთი - ფოთში მხოლოდ "ქართული ოცნების" კანდიდატი იყრიდა კენჭს, ვინაიდან ოპოზიციას კანდიდატი არ ჰყავდა.
ბექა ვაჭარაძე „ქართული ოცნება“ – 100%
ბათუმი - ბათუმში სულ 157 439 ამომრჩეველი იყო და აქტივობამ დაახლოებით 40% შეადგინა.
გიორგი ცინცაძე "ქართული ოცნება" – 80.63%
გოჩა გუგუნავა "გახარია საქართველოსთვის" – 10.35%