ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები სამეგრელოშიც აკვირდებოდნენ. ისინი პროცესს აფასებენ როგორც თავისუფალს და სამართლიანს.
უნგრელი და იტალიელი დამკვირვებლები აცხადებენ, რომ უბნების გახსნა, დახურვა და ხმის დათვლის პროცესი დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად მიმდინარეობდა, ამომრჩეველთათვის შექმნილი იყო პირობები თავისუფალი ნების გამოხატვისათვის.
“გუშინდელი ადგილობრივი არჩევნები პროფესიონალურად ჩატარდა, ყველა საარჩევნო უბანზე იყო სიმშვიდე. ყველაფერი კანონის ფარგლებში მიმდინარეობდა“, - აცხადებს საერთაშორისო დამკვირვებელი უნგრეთიდან, ექსპერტი ხუან ეფრაინ როჩა.