ჩვენ თვალ-ყური ვადევნეთ კენჭისყრის პროცესს მთელი დღის განმავლობაში, პირადად მე ვესტუმრე მრავალ საარჩევნო უბანს და მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი წარიმართა მშვიდობიანად. ყველაფერი იყო წესრიგში, - ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, უნგრეთის პარლამენტის წევრმა კატალინ ჩობორმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ისინი დააკვირდნენ ყველა დეტალს, ვინაიდან სრული გამჭვირვალობისადმი ძალიან დიდი ინტერესი არსებობს.
"ქართველი ხალხი მართლაც ძალიან კეთილი ხალხია. ჩვენ თვალ-ყური ვადევნეთ კენჭისყრის პროცესს მთელი დღის განმავლობაში. პირადად მე ვესტუმრე მრავალ საარჩევნო უბანს და მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი წარიმართა მშვიდობიანად. ყველაფერი იყო წესრიგში. ეს საკმაოდ გრძელი დღე იყო თითოეული ჩვენგანისთვის, თუმცა ჩვენ დავაკვირდით ყველა დეტალს, ვინაიდან არსებობს ძალიან დიდი ინტერესი სრული გამჭვირვალობისადმი და ვუსურვებ საუკეთესოს ქართველ ხალხს, საქართველოს და იღბალს ვუსურვებ გამარჯვებულს", - განაცხადა კატალინ ჩობორმა.