06 აგვისტო 2026,   05:05
ვრცლად
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. სოფელ სადმელში სააღმზრდელო დაწესებულება 50 ბავშვზეა გათვლილი.

პროექტის ფარგლებში აშენდა და გარემონტდა ახალი შენობა. გაკეთდა კეთილმოწყობილი გარე სივრცე, რეკრეაციული ზონებითა და სათამაშო მოედნით. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

დღის ამბები