19 აგვისტო 2026,   01:35
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მინისტრმა სამინისტროში შემავალი უწყებების რეგიონული ოფისები დაათვალიერა - დავით სონღულაშვილი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში იმყოფება

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, რომელიც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში იმყოფება, სამინისტროში შემავალი უწყებების რეგიონული ოფისები დაათვალიერა, ადგილობრივ საწარმოებს გაეცნო და ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრები გამართა.

საწარმოში ყოველწლიურად, 12 სახეობის 30 000 ბოთლი ღვინო მზადდება. "იწის მარანი" იმ კომპანიებს შორისაა, რომლებიც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით შეიქმნა. მხოლოდ ერთი "შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გაცემული სესხის ოდენობამ 17 მლნ ლარს გადააჭარბა. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება კი 5 მლნ ლარზე მეტია.

ახალა რაჭაში ადგილობრივები რთვლისთვის ემზადებიან. რეგიონში დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი იმყოფებოდა. დავით სონღულაშვილი მეწარმეებისა და მევენახეების საჭიროებებს გაეცნო. ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობასთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაჭაში დაცული ტერიტორიების მოვლის, განვითარებასა და გაფართოების გეგმაც აქვს. კანონპროექტი უკვე მომზადებულია.

რაჭის ეროვნული პარკში, ეკოტურისტული მიმართულების განვითარების მიზნით, ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა აშენდება. ასევე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ტურისტული თავშესაფრები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში გარემოზე ზრუნვა თანამედროვე სტანდარტების ინვენტარით და ტექნიკით ხორციელდება.

24 საათიანი რეჟიმი და სატყეო სამსახურის 104 თანამშრომელი, მათ შორის 11 მეტყევე და 57 ტყის მცველი. ეროვნული სატყეო სააგენტოს სერვისებით, დაახლოებით 250-მდე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. რეგიონში, მალე დასრულდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოფისის განახლებაც.

სამინისტროს შეფასებით, რაჭა ლეჩხუმი ვეტერინარული თვალსაზრისით კვლავ ერთ-ერთი კეთილსაიმედო რეგიონია. ცხოველთა ვაქცინაცია მხოლოდ ცოფის საწინააღმდეგოდაა საჭირო. სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივად აკონტროლებს აგრარულ ბაზრებს, სკოლებს, სავაჭრო ობიექტებს.

რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ხაზს უსვამს სამინისტროს როლს რეგიონში არსებული გამოწვევების დაძლევაში.

მედეგი რეგიონი, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი მოინახულებს, გურიაა. ყველა სხვა რეგიონის საჭიროებებს დავით სონღულაშვილი უკვე გაეცნო და კონკრეტული გეგმებიც დასახა.

დღის ამბები