ხარაგაულის რაიონის სოფელ ღარიხევში 86 წლის ნანული შველიძე-ეჯიბაძეს ეძებენ - როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ის 18 სექტემბერს, დღის საათებში სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა.
მათივე ცნობით, ეცვა ყავისფერი მკლავიანი მაისური, ქვედა ბოლო ლურჯი ყვავილებით, კაბა-ხალათი ლურჯი, ყავისფერი თავსაფარი და ე.წ. კალოშები. დაკარგულ ნანული შველიძე-ეჯიბაძეს 18 სექტემბრის 17:00 საათიდან ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია.
დაკარგულის ოჯახის წევრები საზოგადოებას ინფორმაციის გავრცელებაში დახმარებას სთხოვენ. თუ ვინმე ინფორმაციას ფლობთ დაკარგულის შესახებ, დაუკავშირდით ოჯახის წევრებს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 555128865, 555236436, 558635257