ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ოლივიე კურტოს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. ასევე გამოითქვა მზაობა, შესრულდეს სამუშაოები საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
ფინანსთა მინისტრმა ელჩს მიულოცა დიპლომატიური მისიის დაწყება და საქმიანობაში წარმატება უსურვა .