"უპირველეს ყოვლისა, საქართველო ყველაზე წარმატებული, საუკეთესო ევროპული ქვეყანაა. არ ვიცი არც ერთი სხვა ქვეყანა ევროპაში, რომელიც თქვენსავით წარმატებულია." - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპას სჭირდება საქართველოსნაირი ქვეყნები.
"უპირველეს ყოვლისა, საქართველო ყველაზე წარმატებული, საუკეთესო ევროპული ქვეყანაა. არ ვიცი არც ერთი სხვა ქვეყანა ევროპაში, რომელიც თქვენსავით წარმატებულია. პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა - ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ თქვენი წარმატებით.
ევროპას სჭირდება წარმატებული ქვეყნები, იმიტომ, რომ ბევრი ჩვენგანი არ არის წარმატებული. ეკონომიკები აქ არ მუშაობს, პარალიზებულია და სტაგნაციის ქვეშაა. გვჭირდება საქართველოსნაირი ქვეყნები, რომ შემოგვიერთდნენ. ბრიუსელი არ არის სამართლიანობის საზომი", - აცხადებს ვიქტორ ორბანი.