16 აგვისტო 2026,   09:21
ვრცლად
"ტრიუმფის 80 წელი" - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართული ნაციონალური ბალეტის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

"ტრიუმფის 80 წელი" - ქართული ნაციონალური ბალეტის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია როგორც ისტორიული ფოტოები, ასევე უნიკალური სასცენო კოსტიუმები, რომელიც ასახავს ქართული ნაციონალური ბალეტის განვითარების პროცესს და მის შემოქმედებას.

მსურველებს გამოფენის დათვალიერება 2 თვის განმავლობაში შეეძლებათ.

დღის ამბები