16 აგვისტო 2026,   10:05
ვრცლად
ხაშურის მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: პრიორიტეტია გზები და წყალმომარაგების 24-საათიანი გრაფიკი - ვაპირებთ, რომ ხაშური გავხადოთ ტურისტულად მეტად მიმზიდველი ცენტრი, ამის საშუალებას გვაძლევს ხაშურის გარშემო არსებული ლოკაციები და ისტორიული ძეგლები

"თავად მოქალაქეები ხაშურში გამოყოფენ პრიორიტეტად, პირველ რიგში, გზებს და წყალმომარაგების 24-საათიან გრაფიკს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ხაშურში ფიქსირდება," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ხაშურის მერობის კანდიდატმა, პაატა ჩადუნელმა "კურიერის" ეთერში განაცხადა.

ამასთან, მან მთავარ საარჩევნო დაპირებასა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც გაგრძელდება.

"ჩვენი დაპირებაა ის, რომ ძალიან დიდი და სასარგებლო პროექტების დაწყებას ვაპირებთ მომავალი წლიდან. ზოგიერთი მათგანი დაწყებულია. ამას გარდა, ჩვენ ვაპირებთ, რომ ხაშური უფრო მეტად გავხადოთ ტურისტულად მიმზიდველი ცენტრი, ამის საშუალებას, ჩვენ გვაქვს, ხაშურის გარშემო არსებული ლოკაციები და, ასევე, ისტორიული ძეგლები. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ სურამის ციხე, სურამის საკურორტო ზონა. ვაპირებთ, რომ სურამი უფრო მიმზიდველი გავხადოთ, როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ტურისტებისთვის. ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში," - განაცხადა პაატა ჩადუნელმა.

დღის ამბები