21 აგვისტო 2026,   19:00
ვრცლად
ახალციხის მერობის კანდიდატი, ვარლამ წიკლაური, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა თაობას შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო

ახალციხის მერობის კანდიდატი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა თაობას შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო. ვარლამ წიკლაურმა მოისმინა მათი მოსაზრებები და დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მისი განმარტებით, უახლოეს მომავალში ახალციხეში დაგეგმილია კინო კლუბისა და მედიათეკის აშენდება. ქალაქში უკვე დასრულებულია სპორტული კომპლექსის მშენებლობა.

"ჩემი პრიორიტეტი არის სწორედ ახალგაზრდები და მათი უფრო მეტად ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში. გავაცანი გეგმები და პროექტები. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დავპირდი, რომ ყველა გადაწყვეტილება იქნება მათთან ერთად მიღებული ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ," - აცხადებს ვარლამ წიკლაური.

 

დღის ამბები