16 აგვისტო 2026,   00:08
ვრცლად
რიგითმა წევრებმაც ვერ დაინახეს "ლელოს" მომავალი, ამიტომ გადაწყვიტეს დაეტოვებინათ პარტია და მხარი დაეჭირათ იმ პოლიტიკური ძალისთვის, მმართველი პარტიისთვის, რომელშიც ისინი რეალურ მომავალს ხედავენ - ლევან მახაშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, "ლელოს" კანდიდატის, კარა ორუჯევის მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნის ფაქტი შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება გასაკვირი არ არის, რადგან "ლელო" მარტივ მამრავლებად იშლება და მას ლიდერებიც კი ტოვებენ.

მახაშვილის განმარტებით, კანდიდატები "ლელოში" საკუთარ მომავალს ვერ ხედავენ და, საბოლოო ჯამში, მხარს უჭერენ მმართველ პარტიას, რომელშიც ისინი რეალურ, უკეთეს მომავალს ხედავენ საკუთარი რაიონისთვის თუ სოფლისთვის.

"რა თქმა უნდა, არის მცდელობა, რომ პასუხისმგებლობას გაექცნენ და სხვაგან ეძებონ რეალური პასუხისმგებელი პირი, ვიდრე საკუთარ თავში. ჩვენ ვხედავთ, რომ მარტივ მამრავლებად დაიშალა და ფაქტობრივად აღარ დარჩა ისეთი სერიოზული პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც თავის დროზე შეკრა ეს პარტია. ამიტომ, გასაკვირიც არ არის, რომ ადგილობრივ დონეზე, როდესაც ხედავენ ადამიანები, რომ ლიდერები გარბიან პარტიიდან და ამავე დროს, იმ ხედვას არ ახორციელებენ, რაც შეიძლება თავის დროზე იყო დაპირება პარტიაში. ადგილზე მიიღეს გადაწყვეტილება არაერთმა და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ ვხედავთ, რომ ცესკო-ში ვერ შეძლეს უმრავლესობაში საკუთარი კანდიდატების წარმოდგენა, საერთოდ არჩევნებში ვერ დაასახელეს უმრავლესობაში საკუთარი კანდიდატი. ამიტომ, რა არის გასაკვირი, რომ რიგითმა წევრებმაც, საბოლოო ჯამში ვერ დაინახეს პარტიის მომავალი და საკუთარი თავი ვერ იპოვეს ამ პარტიაში. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ დაეტოვებინათ ეს პარტია და საბოლოო ჯამში, მხარი დაეჭირათ იმ პოლიტიკური ძალისთვის, მმართველი პარტიისთვის, რომელშიც ისინი ხედავენ რეალურ მომავალს, უკეთეს მომავალს საკუთარი რაიონისთვის თუ სოფლისთვის", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები