4 ოქტომბრის არჩევნებამდე ბოლო სხდომა გამართა უწყებათაშორისმა კომისიამ. გაკეთდა განცხადება, რომ, მედიამონიტორინგის შედეგად, არ გამოვლენილა საჯარო მოხელეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის მნიშვნელოვანი ფაქტები, პოლიტიკურ სუბიექტებს კი საშუალება ჰქონდათ, კამპანია თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაეტარებინათ.
კომისიამ ცესკო-ს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მომდევნო სხდომა არჩევნების შემდეგ გაიმართება.