"მოლდოვაში ირღვევა ევროსაბჭოს ყველა სტანდარტი, ასევე, ვენეციის კომისიის მიერ დადგენილი ნორმებიც. ყველაფერი არჩევნების შედეგების მანიპულაციისთვის ხდება, იმისთვის, რომ მაია სანდუს პარტიამ უმრავლესობა მოიპოვოს," - ამის შესახებ პარტიის "მოლდოვის გული" ლიდერმა და ყოფილი იუსტიციის მინისტრმა, ფადეინ ნაგაჩევსკიმ "კურიერთან" საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მაია სანდუს პარტიამ არაერთ პოლიტიკურ პარტიას კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება შეუზღუდა.
"რეალურად, მხოლოდ ორ პარტიას კი არა, ძალიან ბევრ პარტიას აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობა. ეს მხოლოდ ბოლო ეტაპის იმ სპეცოპერაციის, რომელიც სამთავრობო პარტიისთვის არახელსაყრელი პარტიების აკრძალვას გულისხმობს. ჩვენ, ჩვენი პარტიის აკრძალვის შესახებ სულ რამდენიმე დღის წინ შევიტყვეთ. ცესკომ იუსტიციის სამინისტროს მიმართა და მოითხოვა პარტიის - "მოლდოვის გულისთვის" საქმიანობის შეზღუდვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში გავაპროტესტეთ, თუმცა სააპელაციო პალატამ უარი თქვა განხილვაზე. მოლდოვაში ირღვევა ევროსაბჭოს ყველა სტანდარტი, ასევე, ვენეციის კომისიის მიერ დადგენილი ნორმებიც. ყველაფერი არჩევნების შედეგების მანიპულაციისთვის ხდება, იმისთვის, რომ მაია სანდუს პარტიამ უმრავლესობა მოიპოვოს," - აღნიშნა ფადეინ ნაგაჩევსკიმ.
ავტორი: ლუკა ჩანგელია