19 აგვისტო 2026,   01:33
ვრცლად
"ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები, ამჟამად, ისტორიაში საუკეთესო ნიშნულზეა... ანაკლიის პორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის, საქართველოსა და შუა დერეფნის ქვეყნებისთვის" - ჩინეთის ელჩი საქართველოში

საქართველოში ჩინეთის ელჩმა, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრა პრესკონფერენციაზე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ გაიმართა. ჭოუ ციენმა აქცენტი გააკეთა ეკონომიკის, ვაჭრობის, ინფრასტრუქტურის, მწვანე ენერგიის, განათლებისა და კულტურის სფეროებზე. ასევე ანაკლიის ღრმა წლოვანი პორტისა და შუადერეფნის მნიშვნელობაზე.

"ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები, ამჟამად, ისტორიაში საუკეთესო ნიშნულზეა. სტრატეგიული პარტნიორობა ახალი საწყისი წერტილია და თანამშრომლობის პერსპექტივები ფართოა. ორივე მხარე სტაბილურად ავითარებს თანამშრომლობას ეკონომიკის, ვაჭრობის, ინფრასტრუქტურის, მწვანე ენერგიის, განათლებისა და კულტურის სფეროებში. მჯერა, რომ ეს ყოველივე უფრო ნაყოფიერ შედეგებს მოგვიტანს. ანაკლიის პორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის, საქართველოსა და შუა დერეფნის ქვეყნებისთვის. ასევე, ჩინეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ურთიერთობების მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას," - განაცხადა ელჩმა.

დღის ამბები