18 აგვისტო 2026,   15:20
ვრცლად
სასკოლო სპორტის კვირეულმა სტარტი 22 სექტემბერს აიღო და 28 სექტემბრამდე გაგრძელდება

სასკოლო სპორტის კვირეულმა სტარტი 22 სექტემბერს აიღო და 28 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სასკოლო სპორტის კვირეული საქართველოს მიერ ევროკავშირის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ინიციატივაა, რომელმაც მასშტაბური სახე მიიღო და საერთაშორისო ღონისძიებად იქცა. აღნიშნულ კვირეულს საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია უწევს ორგანიზებას.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები სკოლებში სპორტის პოპულარიზაციას, მოსწავლეების ფიზიკური აქტივობის წახალისებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ისახავს მიზნად, მოიცავს სკოლის ასაკის მოსწავლეებზე მორგებულ სხვადასხვა სპორტულ დისციპლინებსა და აქტივობებს.

ძირითადი კომპონენტებია შეჯიბრებები: მინი ფეხბურთი, 3x3 კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა და მუნიციპალიტეტებში განვითარებული სხვა სპორტის სახეობები.

კვირეული საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება, რომლის ფარგლებშიც, სექტემბრის ბოლო პარასკევს, 26 სექტემბერს ევროპის სასკოლო სპორტის დღე აღინიშნება. ზუსტად ამ დღით იწყება სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ახალი სეზონი.

პროგრამის მხარდამჭერები არიან: საქართველოს სპორტის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

დღის ამბები