"არტ გალერეა ნობლესი" ნოდარ თოფურიას მხატვრული მემკვიდრეობის გამოფენასა და წიგნის პრეზენტაციას მასპინძლობს.
გამოფენაზე სახელწოდებით - "ცის დღე" წარმოდგენილი იქნება ფერწერა, გრაფიკა და ქანდაკებები, წიგნი კი ხელოვანის შემოქმედების შესახებ მოგვითხრობს.
გამოფენა, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.