20 აგვისტო 2026,   20:50
ვრცლად
გიორგი ზერეკიძე: "კუპრაძემ და "სკვინჩა ალეკომ", კვერცხი გვესროლეს აქციაზეო და 100 პროცენტით გეუბნებით, რომ თვითონ დადგეს - კუპრაძეს რა კვერცხის სროლა და ბრძოლა უნდა, საკუთარ საცხოვრებელ ადგილასაც რომ იყაროს კენჭი, მეზობლებშიც ვერ მოიგებს"

 

კუპრაძემ და სკვინჩა ალეკომ, კვერცხი გვესროლეს აქციაზეო და 100 % გეუბნებით რომ თვითონ დადგეს, - წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, "ლელოს" ამ ინციდენტის დადგმა იმიტომ დასჭირდა, რომ წარმოაჩინოს, თითქოს, ხელისუფლება ებრძვის.

"კუპრაძემ და სკვინჩა ალეკომ, კვერცხი გვესროლეს აქციაზეო და 100 % გეუბნებით რომ თვითონ დადგეს რომ გამოაჩინონ როგორ ებრძვის თითქოს ხელისუფლება. კუპრაძეს რა კვერცხის სროლა და ბრძოლა უნდა, საკუთარ საცხოვრებელ ადგილასაც რომ იყაროს კენჭი, მეზობლებშიც ვერ მოიგებს," - წერს გიორგი ზერეკიძე.

დღის ამბები