19 აგვისტო 2026,   06:59
ვრცლად
ზესტაფონი დასაქმების ფორუმს მასპინძლობს

ზესტაფონი დასაქმების ფორუმს მასპინძლობს. ფორუმის ორგანიზატორი, რეგიონში უმსხვილესი დამსაქმებელი, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზია". დასაქმების მსურველთათვის წარმოდგენილია ღია ვაკანსიები რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის არის ინჟინერია, ელექტრომონტაჟი, ტექნიკური პერსონალი და ლაბორატორია. აღსანიშნავია, რომ ფორუმის ფარგლებში, კომპანიაში დასაქმების მიზნით, წინასწარი რეგისტრაცია 500-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა.

ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ შეხვდნენ დამსაქმებელს და საკუთარი წვლილი შეიტანონ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და რეგიონის წინსვლაში.

დასაქმების ფორუმის მიზანი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის გაძლიერება და რეგიონის განვითარებაა.

დღის ამბები