საარჩევნო ადმინისტრაცია 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, ცესკოს ელექტრონული გუნდის მიერ მიმდინარეობს პლანშეტების კონფიგურაცია და პროგრამების დატესტვა, რომლებიც უზრუნველყოფს ოქმების გადაგზავნასა და საარჩევნო პროცესის გამართულ მიმდინარეობას.
მოწყობილობები მზადდება, როგორც ელექტრონული, ასევე, ტრადიციული უბნებისთვის. საბოლოოდ, ისინი, ცესკოს ლოგისტიკის გუნდის მეშვეობით, ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნებზე გადანაწილდება.