19 ივნისი 2026,   09:14
ვრცლად
ზელენსკი გაეროს ტრიბუნიდან: ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველო, სადაც სუსტდება საქართველოს ევროპული ბუნება და ადამიანის უფლებები

ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველო, სადაც სუსტდება საქართველოს ევროპული ბუნება და ადამიანის უფლებები. ევროპა ვერ მისცემს თავს უფლებას, მოლდოვაც დაკარგოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო რუსეთზე დამოკიდებულია.

"მოლდოვა რუსეთის ჩარევისგან თავს იცავს. ჩვენ მას უნდა დავეხმაროთ. ჩვენ ევროპაში უკვე დავკარგეთ საქართველო. ადამიანის უფლებები და ევროპული ხასიათის სახელმწიფოებრივი მოწყობა იქ მხოლოდ უარესდება. საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული. ევროპა ვერ მისცემს თავს მოლდოვის დაკარგვის უფლებასაც. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, თუ როგორ უგულებელყო მსოფლიომ რუსეთის თავდასხმის შემდეგ საქართველოს დახმარების საჭიროება. ბელარუსის შემთხვევაში მსოფლიომ ეს მომენტი ხელიდან გაუშვა", – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები