08 ივნისი 2026,   19:29
ვრცლად
სომხეთში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვალოდია გრიგორიანი მოკლეს

სომხეთში, ფარაქარის თემის ხელმძღვანელი, ოპოზიციონერი ვალოდია გრიგორიანი მოკლეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლულია ორი და დაჭრილია ერთი პირი. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი, ფარაქარის თემის ხელმძღვანელი, ვალოდია გრიგორიანია.

გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე 18 გილზა იპოვეს. 

"23 სექტემბერს, 23:52 საათზე, პოლიციამ მიიღო შეტყობინება არმავირის ოლქის სოფელ მერძავანში, ერევნის გზატკეცილზე სროლის შესახებ", - აღნიშნულია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოცემა იუწყება, რომ შსს თანამშრომლები ატარებენ ღონისძიებებს შემთხვევის ყველა გარემოების დასადგენად. მათივე ცნობით, დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

დღის ამბები