16 აგვისტო 2026,   06:03
ვრცლად
"არავითარ პარტიულ რიტუალებში მონაწილეობას არ ვაპირებ... ხელისუფლების ცვლილების შესაძლებლობა არის წნეხი, პრემიერის გადადგომა, უნდობლობა, ახალი არჩევნები, ეს არის კონსტიტუციით" - ანა დოლიძე 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე

"არავითარ პარტიულ რიტუალებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. იქ იდგებიან პოლიტპატიმრების მშობლები, რომლებსაც მე ყველგან მხარს დავუჭერ", - ამის შესახებ პარტიის "ანა დოლიძე-ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს.

მისი თქმით, 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე მისი მისვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება ის, რომ დააფიქსიროს, რომ ბევრნი არიან და ასევე პოლიტპატიმრებს მხარი დაუჭიროს.

"არავითარ პარტიულ რიტუალებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. იქ იდგებიან პოლიტპატიმრების მშობლები, რომლებსაც მე ყველგან მხარს დავუჭერ. ხალხი, რომელიც იმიტომ რომ დროშას აფრიალებდნენ, ციხეში როგორ უნდა ისხდნენ ჩემს სამშობლოში, არ ვიცი. ამიტომ, მაგათ ყოველთვის მხარს დავუჭერ. ამისთვის მივალთ ჩვენ. 

არ მგონია, ვინმეს მისცენ საშუალება, რომ რუსთაველის პრივატიზება გააკეთოს. ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს თავისი პარტიული ამოცანა, მაგრამ მე რისთვის მივდივარ ეს არის, ერთი - დასავლეთმა დაინახოს, რომ ჩვენ ვართ ბევრი, "ოცნებამ" დაინახოს, რომ ჩვენ ვართ ბევრნი, ხელისუფლების ცვლილების შესაძლებლობა აქ არის წნეხი, პრემიერის გადადგომა, უნდობლობა, ახალი არჩევნები - ეს არის კონსტიტუციით. უწნეხოდ არ მიდიან ესენი და არც არავინ არ წასულა. ეს არის კონსტიტუციური გზა. ამიტომ, მე მივდივარ იქ იმისთვის, რომ დავაფიქსირო, რომ ბევრნი ვართ და პოლიტპატიმრებს მხარი დავუჭირო", - აცხადებს ანა დოლიძე.

დღის ამბები