16 აგვისტო 2026,   02:08
ვრცლად
"ერთ ფაქტს ვიტყვი რატომ არ შეიძლება მონაწილეობა არჩევნებში. როცა გამოაცხადებენ რაღაც ციფრებს, არავითარი ბერკეტი არ იქნება, რადგან არავითარი შემოწმების საშუალება არ არის" - ანა დოლიძე

პარტია "ანა დოლიძე - ხალხისთვის" თავმჯდომარემ ანა დოლიძემ, ოპოზიციური პარტიების თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ "ბრემენელი მუსიკოსის" პარტიამ კომისიების ნახევრის დაკომპლექტება ვერ შეძლო, რადგან ადამიანები ვერ იპოვა, რაც ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა.

როგორც ანა დოლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეიძლება, რადგან შედეგების შესამოწმებლად ბერკეტები არ იქნება.

"ახლა ერთ ფაქტს ვიტყვი რატომ არ შეიძლება მონაწილეობა არჩევნებში. არავითარი საშუალება, რომ მეორე დღეს თუ იმავე საღამოს რომ გამოაცხადებენ რაღაც ციფრებს, არავითარი ბერკეტი არ იქნება, რადგან არავითარი შემოწმების საშუალება არ არის. პარტიებმა ძალიან ბევრი რამე დაიქადნეს, მაგრამ ერთმა პარტიამ ნახევარი კომისიის წევრები ვერ შეავსო. კომისიის წევრის ანაზღაურება არის 300 ლარი თვეში და სადაც ამხელა უმუშევრობაა ქვეყანაში, ყოველი მეოთხე ადამიანი არ მუშაობს, "ბრემენელი მუსიკოსის" პარტიამ ვერ იპოვა ადამიანები, რომ დაეკომპლექტებინა კომისიები. ეს არის ქართველი ხალხის დიდი შეურაცხყოფა", - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები