21 აგვისტო 2026,   23:13
ვრცლად
სალომე სამადაშვილის განცხადება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ოპოზიციაში დაპირისპირების მორიგ მიზეზად იქცა - მწვავე კრიტიკა განსაკუთრებით მისი ყოფილი თანაპარტიელებისგან ისმის

"ნაციონალური მოძრაობიდან" "ლელოში" პორტირებული სალომე სამადაშვილი დღეს ყოფილი თანაპარტიელების კრიტიკის მთავარი სამიზნე იყო. "ნაცმოძრაობა" "ლელოს" სახელისუფლებო პარტიის პოლიტიკური თამაშის ნაწილად მიიჩნევს. სამადაშვილს და მის "ლელოელ" თანაგუნდელებს კი პარკეტის პოლიტიკოსებად მოიხსენიებს.

ლექსიკას და პოლიტიკურ სტრატეგიას უწუნებენ "ნაცმოძრაობას" "ლელოში". ამბობენ, რომ ქვეყანაში ცვლილებების მთავარი იარაღი არჩევნებია.

"ლელოს" და "ნაციონალურ მოძრაობას" საერთო იდეოლოგიური ქოლგის ქვეშ ხედავს მმართველი გუნდი. მთავრობის მეთაურის აზრით, დაპირისპირება ოპოზიციაში, დღეს მხოლოდ ადგილებისთვის ბრძოლა და საკუთარი ლობისტების თვალში პოზიციის გაძლიერებაა.

ბრალდებებს და დაპირისპირებას ოპოზიციაში პოზიტიურ მოვლენად აღიქვამს "გირჩი". პოლიტიკურ ცენტრში ფიქრობენ, რომ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" ველიდან საერთოდ გაქრება.

"ნაციონალური მოძრაობისა" და მათი თანამოაზრეების მიერ არჩევნებისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს პოლიტიკურ ექსტრემიზმს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ამბობენ, რომ ოპოზიციის მხრიდან ურთიერთბრალდებები და კრიტიკა სიმულაციურია. რეალურად კი პარტიები საერთო დესტრუქციულ მიზანს, განსხვავებული მეთოდებით ემსახურება.

მუნიციპალურ არჩევნებამდე 12 დღე რჩება. 4 ოქტომბერს საქართველოს 64 თვითმმართველ მუნიციპალიტეტში მერებსა და საკრებულოს წევრებს აირჩევენ. 25 მუნიციპალიტეტში ოპოზიციამ მერობის კანდიდატის დაყენება ვერ შეძლო.

დღის ამბები